პოლიტიკა

თავდაცვის სამინისტროში Javelin-ის შესაძლო მიწოდებასთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდა

21.11.17 18:00


აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, საქართველოსთვის 75 მილიონის დოლარის ღირებულების Javelin-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის შესაძლო მიწოდების მოთხოვნის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გააკეთა. ლელა ჩიქოვანის განცხადებით, ეს ფაქტი ადასტურებს ორ ქვეყანას შორის მტკიცე სტრატეგიულ ურთიერთობების არსებობას და ხაზს უსვამს ურთიერთნდობის მაღალ ხარისხს.

„მივესალმებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, საქართველოსთვის ჯავშანსაწინააღმდეგო შეიარაღების Javelin-ების სისტემის მიყიდვასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ ეს ფაქტი ადასტურებს ორ ქვეყანას შორის მტკიცე სტრატეგიულ ურთიერთობების არსებობას და ხაზს უსვამს ურთიერთნდობის მაღალ ხარისხს. ამასთან, ცალსახად, ეს არის აღიარება თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებისა და ტრანსფორმაციის მიმართულებების სისწორისა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ერთი რამ, ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემები ატარებს თავდაცვით ხასიათს, ემსახურება საქართველოს თავდაცვითუნარიანობის გამტკიცებას და ვერ გამოიყენება ვერცერთი ქვეყნის წინააღმდეგ“,-განაცხადა ჩიქოვანმა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის 75 მილიონის დოლარის ღირებულების Javelin-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის შესაძლო მიწოდების მოთხოვნა დააკმაყოფილა. ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის სააგენტოს (DSCA) ოფიციალურ პრესრელიზში წერია. DSCA-მ კონგრესს უკვე მიაწოდა შესაბამისი სერთიფიკატი იარაღის შესაძლო მიყიდვის შესახებ.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები