პოლიტიკა

სლოვენიის უმაღლესი აუდიტორული ოფისის წარმომადგენელი გენერალურ აუდიტორს შეხვდა

21.11.17 19:15


ეფექტიანობის აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფა და ამ მიმართულებით დაგეგმილი სტრატეგიული ღონისძიებები განიხილეს გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა და სლოვენიის უმაღლესი აუდიტორული ოფისის ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მიროსლავ კრანცმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გამართულ შეხვედრაზე.

„ეფექტიანობის აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფა არის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი“, აღნიშნა გენერალურმა აუდიტორმა. ირაკლი მექვაბიშვილის შეფასებით, ამ მხრივ საერთაშორისო ექსპერტის რეკომენდაციებს და შეფასებებს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

GIZ-ის მოწვეული ექსპერტის, მიროსლავ კრანცის უშუალო მონაწილეობით სახელმწიფო აუდიტის სამსახურში უკვე მომზადებულია 15 ეფექტიანობის აუდიტის დასკვნა. ამჟამად, ექსპერტის ჩართულობით მიმდინარეობს: „სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესის“, „საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრევენციული ღონისძიებებისა“ და „საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე სამართლებრივი რეაგირების ღონისძიებების“ ეფექტიანობის აუდიტები.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ გენერალური აუდიტორის მოადგილე, ეკატერინე ღაზაძე, ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი წიწილაშვილი და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის PFM-ის მრჩეველი, ინგა სინჯიკაშვილი.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები