საზოგადოება
21.11.17 19:45
წელს ზამთარში თუშეთის სოფლებში დარჩენილ მოსახლეობას ინტერნეტი უფასოდ მიეწოდება. ააიპ „თუშეთის განვითარების ფონდი" მიმდინარე ზამთარს ინტერნეტის მომსახურების საფასურს მათ სრულად დაუფარავს. ამის შესახებ ინფორმაციას ფონდი საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე აქვეყნებს.
წელს ზამთარში მოსახლეობა თუშეთის მხოლოდ სამ სოფელში დარჩა, სულ 21 ადამიანი: ომალოში — 17, შენაქოში — 3, ბოჭორნაში კი — 1. ინტერნეტი მათთვის უფასო იქნება 6 თვის განმავლობაში: ნოემბრის თვიდან აპრილის თვის ჩათვლით. ინტერნეტი უფასო იქნება მთაში პერიოდულად, ან საახალწლოდ დაბრუნებული თუშებისთვისაც — აღნიშნულია ინფორმაციაში.
თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში ინტერნეტი პირველად ხელმისაწვდომი 2017 წლის აგვისტოში გახდა. თუშეთის ინტერნეტიზაცია ამერიკული ორგანიზაცია ISOC–ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და დაახლოებით 100 ათასი ლარი დაიხარჯა. აგრეთვე პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ხელშეკრულების თანახმად, პროექტის ფარგლებში აგებული ქსელი საკუთრებაში გადაეცა ააიპ „თუშეთის განვითარების ფონდს“, რომელიც ქსელის ოპერირებას და ბოლო მომხმარებლებთან საინსტალაციო სამუშაოებს აწარმოებს.
ფონდის წარმომადგენლის, ზურაბ ბაბულაიძის თქმით, ზაფხულში Wi-Fi ინტერნეტს დაახლოებით 50-მდე აბონენტი ჰყავდა და 2018 წლის სეზონზე მომხმარებელთა რაოდენობის ზრდას ვარაუდობენ.
ფიზიკური პირებისთვის არსებობს 30 ლარიანი, 50 ლარიანი და 150 ლარიანი ინტერნეტ–პაკეტები. მეწარმეებისთვის კი ინტერნეტ-მომსახურების საფასური, შესაბამისად, 50, 100 და 200 ლარია.
გომეწრის ხეობის, ასევე პირიქითა თუშეთის რამდენიმე სოფელსა და წოვათაში, სადაც სატელეფონო კავშირი დღემდე არ არის ხელმისაწვდომი, კომუნიკაციის ერთადერთი საშუალება Wi-Fi ინტერნეტია.
თუშეთში 50-მდე სოფელია, თუმცა უმეტესობა დაცლილია. მუდმივად მხოლოდ 30-მდე ოჯახი ცხოვრობს. ზოგიერთ სოფელში კი მხოლოდ ერთი ადამიანი ცხოვრობს. თუშეთში სეზონურად 20–ზე მეტი საოჯახო სასტუმრო ფუნქციონირებს.
წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/
წაკითხულია : 118
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ComCom-მა მობილურ ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესების მიზნით კვლევა და წარმოება დაიწყო
17:0028.03.24
-
16:3528.03.24
-
16:0228.03.24
-
15:3928.03.24
-
15:1828.03.24
-
14:4628.03.24
-
ქართველი და გერმანელი მეცნიერების კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა
14:1728.03.24
-
13:4328.03.24
-
ირაკლი კობახიძე საქართველოში უნგრეთის ელჩს შეხვდა
13:0328.03.24
-
12:3828.03.24
-
12:0128.03.24
-
შოთა ხაბარელი კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
11:2028.03.24
-
მარიამ ქვრივიშვილი: ქუთაისის აეროპორტიდან ავტობუსის დანიშვნა ტურისტებს გადაადგილებას გაუმარტივებს
10:4828.03.24
-
10:0628.03.24
-
21:0327.03.24
-
18:0227.03.24
-
17:3027.03.24
-
17:0027.03.24
-
მამუკა მდინარაძე: საქართველომ ყველა მიმართულებით დაამტკიცა, რომ იმსახურებს ევროპის
16:3627.03.24
-
მთავრობამ კლიმატის ცვლილების 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
16:0327.03.24
-
15:2827.03.24
-
15:0527.03.24
-
14:4527.03.24
-
28-29 მარტს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
14:2027.03.24
-
ეკა სეფაშვილი ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის მმართველსა და ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
13:4027.03.24
-
13:2027.03.24
-
12:5427.03.24
-
სომხეთს 'დიდი ომიდან თავის დაძვრენის' უფლებას არ მისცემენ - 'სასნა ცრერი' კვლავ 'გვაფრთხილებს'
12:3527.03.24
-
10:5627.03.24
-
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
10:2527.03.24
-
10:0227.03.24
-
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ვებგვერდი და აპლიკაცია განახლდა
18:0426.03.24
-
17:4126.03.24
-
17:2626.03.24
-
ნინო წილოსანი მეწარმე ქალებს შეხვდა
17:0026.03.24
-
გიორგი ამილახვარმა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველოლოგიის ცენტრი გახსნა
16:3526.03.24