პოლიტიკა

თავდაცვის სამინისტროში ესპანეთის თავდაცვის ატაშეს უმასპინძლეს

21.11.17 21:55


საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა ესპანეთის სამეფოს თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ ცეზარ გუტიერეს დე ლა კამარა არას უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ლელა ჩიქოვანმა ესპანელ დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. მან ესპანეთის თავდაცვის ატაშეს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. საუბარი საქართველოსა და რეგიონის უსაფრთხოების გარემოს შეეხო. ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში საქართველოს წვლილი.

თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პოლკოვნიკ ცეზარ გუტიერეს დე ლა კამარა არას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელებაში ესპანელი ექსპერტის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრას თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოში ესპანეთის საელჩოს ოფიციალური წარმომადგენლები დაესწრნენ.



წყარო : /www.ipress.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები