პოლიტიკა
21.11.17 22:10
კახა კალაძის განცხადებით, ვიდეოკამარები, რომლებიც თბილისში არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში დამონტაჟდება, შინაგან საქმეთა სამინისტროს სერვერებში იქნება ჩართული.
ამის შესახებ დედაქალაქის მერმა “თბილსერვის ჯგუფის” ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ მისი მერობის პირობებში მიწისქვეშა გადასასვლელის გასხვისება ან იჯარით გაცემა მოხდება, მისი მოვლა-პატრონობა და მოწესრიგება ხელშეკრულებით იქნება გათვალისწინებული:
“ჩემი მერობის პირობებში, თუ მიწისქვეშა გადასასვლელის გასხვისება, იჯარით გადაცემა მოხდება, ეს ყველაფერი ხელშეკრულებაში ჩაიდება და მისი მოვლა-პატრონობა, მოწესრიგება აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. იგივე თუნდაც განათება, სისუფთავე და კამერების დამონტაჟება.”
მისი თქმით, გმირთა მოედანზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში პირველი პროექტი განხორციელდება, სადაც ანტივანდალური კამერები განთავსდება, რათა მოქალაქეებმა ღამის სანათები არ დააზიანონ და ტერიტორია არ დააბინძურონ.
“ყველა მიწისქვეშა გადასასვლელის მოწყობას, დასუფთავებას, მოპირკეთებას ვაპირებთ, რათა გადაადგილებით რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისარგებლოს. არ გვინდა, რომ ცენტრალურ ქუჩებში მოქალაქეები გადადიოდნენ იქ, სადაც საშიშროება არსებობს, რის გამოც ავტოსაგზაო შემთხვევები ხდება და, სამწუხაროდ, უამრავი ადამიანი იღუპება. ინდივიდუალურად გვექნება მოიჯარეებთან გასაუბრება. მიხარია, რომ ისინი გვერდში გვიდგანან და იციან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი. რაც შეეხება კამერებს, შსს-ს სერვერებში იქნება ჩართული, ინდივიდუალურად გავივლით ყველა მესაკუთრესთან აღნიშნულ საკითხს და გადაწყდება, თუ ვინ უნდა აიღოს მისი ხარჯები საკუთარ თავზე,” – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ ასევე ისაუბრა ლილოს ნაგავსაყრელთან დაკავშირებულ პრობლემებზე. როგორც თბილისის მერი აცხადებს, ნაგავსაყრელი მძიმე მდგომარეობაშია და მიმდებარედ მცხოვრები ადამიანებისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მისი თქმით, ნარჩენების მართვას საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებაც ავალდებულებს, ხოლო ამ მიმართულებით რეფორმის განხორციელება აუცილებელია. როგორც კალაძე ამბობს, თბილისის მერია ლილოს ნაგავსაყრელის მოწესრიგებისთვის მუშაობას დაიწყებს.
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 127
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24