საზოგადოება

გლოვის დღე: საქართველო ბათუმის ხანძრის მსხვერპლს გლოვობს

27.11.17 14:00


საქართველოში ორშაბათს, 27 ნოემბერს, ბათუმის სასტუმრო „ლეოგრანდში" (LEOGRAND) ხანძრის დროს 11 ადამიანის დაღუპვასთან დაკავშირებით, გლოვის დღეა გამოცხადებული.

ხანძარი სასტუმრო „ლეოგრანდში" პარასკევს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა. ხანრის ეპიცენტრი, სავარაუდოდ, სპა–სალონში იყო. შედეგად დაიღუპა 11 ადამიანი, დაშავდა 21. ერთ-ერთი დაღუპული ირანის, დანარჩენები — საქართველოს მოქალაქეები არიან.
ამ დროისთვის ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებში ოთხი დაშავებული რჩება.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 243-ე მუხლით („სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი"), რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ხუთვარსკვლავიანი „ლეოგრანდი" ერთ-ერთი ყველაზე ფეშენებელური სასტუმროა ბათუმში.

ის 2015 წელს ზღვის სანაპიროზე პორტის მახლობლად აშენდა. თურქეთის მედიის ცნობით, ის თურქ ბიზნესმენ ეროლ ავგორენს ეკუთვნის.

აჭარის მთავრობის პრესცენტრის ინფორმაციით, 182-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, რომელშიც არის საპრეზიდენტო აპარტამენტი, კონფერენც-დარბაზები და სპა-ცენტრი, 35 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები