საზოგადოება

სასტუმრო „ლეო გრანდში“ დაღუპულთა დაკრძალვის ხარჯებს აჭარის მთავრობა გაიღებს

27.11.17 14:40


25 ნოემბერს აჭარის ა.რ. მთავრობის აპარატში გამართულ მთავრობის საგანგებო თათბირზე მთავრობის თავმჯდომარემ და აჭარის ა.რ. მთავრობამ მიიღესგადაწყვეტილება სასტუმრო „ლეო გრანდში“ დაღუპული საქართველოს მოქალაქეების დაკრძალვის ხარჯების დაფარვის შესახებ.

თითოეული გარდაცვლილისოჯახს 10 000 ლარი გადაეცემა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

„ყველანი შეძრულები ვართ იმ ტრაგედიით, რაც ჩვენს ქალაქში მოხდა. ეს იყო ურთულესი წუთები, რომლებიც ყოველთვის დარჩება ჩვენი ქალაქის ისტორიაში დაყოველთვის გვემახსოვრება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დადგინდეს ობიექტური სიმართლე და გავიგოთ, თუ რაგახდა ამ დიდი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი. მინდა კიდევ ერთხელ გამოვთქვა ღრმა მწუხარება და ვუთანაგრძნო დაღუპულთა ოჯახებს“ – განაცხადა აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.

საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით 27 ნოემბერი საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღედ გამოცხადდა.





წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები