საზოგადოება

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

27.11.17 16:20


დღეს და ხვალ დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და დაბლობში 12-17 გრადუსი იქნება. მთებში 6-11 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ჰაერი 0+5-მდე გათბება.

ამის შესახებ "პირველს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოდან აცნობეს.

27-28 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია მცირე ნალექი, მაღალ მთაში თოვლის სახით და ნისლი.

ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში, დაბლობში 6-11 გრადუსამდე დათბება. მთაში 3-8 გრადუსი სითბო, მაღალ მთაში ტემპერატურა -2 +3 გრადუსი იქნება.

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 28 ნოემბერს მოსალოდნელია ნისლი და ღამით ტემპერატურა 0 და დღისით +9 გრადუსი იქნება.

29 ნოემბერს, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მაღალ მთაში თოვლის სახით.

საქართველოს უმეტეს რაიონში 30 ნოემბერსაც მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები