საზოგადოება

ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

27.11.17 19:45


ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს სამარშრუტო მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. დაშავებულები ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადებმა სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276 -ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები