საზოგადოება

მოსკოვში საქართველოდან სამი მაღალი იერარქიის სასულიერო პირი გაემგზავრება

27.11.17 20:00


მოსკოვში რუსეთის პატრიარქის ტიტულის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე საქართველოდან სამი მაღალი იერარქიის სასულიერო პირისგან შემდგარი დელეგაცია გაემგზავრება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მოსკოვში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ მიემგზავრება. რუსეთში გაემგზავრებიან ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე, რომელიც დელეგაციას უხელმძღვანელებს, ასევე ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე და ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგ ლიპარტელიანი.

საზეიმო წირვა 4 დეკემბერს გაიმართება, დელეგაციის წევრები ასევე დაესწრებიან რელიგიურ თემაზე გამართულ კონფერენციას.

„რა თქმა უნდა, დასვამენ აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხებს, სადაც კი ამის საშუალება მიეცემათ, კომპეტენტურ პირებთან, რომ ჩვენ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს და არაერთგზის დავაყენეთ ეს საკითხი, რომ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ჩვენი იურისდიგცია განხორციელდეს არა მარტო იმით, რომ სიტყვით ვართ აღიარებული, რომ ეს საქართველოს ტერიტორიაა და საქარველოს ეკლესია უნდა ახორციელებდეს იქ თავის მოღვაწეობას, არამედ პრაქტიკული თვალსაზრისით გვქონდეს შეწევნა, თანადგომა იმისა, რომ ქართველ სამღდელოებას შეეძლოს მოემსახუროს თავის მრევლს“,-განაცხადა დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა.

საქართველოს პატრიარქმა რუსეთის პატრიარქის ტიტულის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე მიწვევა 1 ნოემბერს მიიღო, ამ მიზნით საქართველოს ერთდღიანი ვიზიტით ეწვია რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი.





წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები