მსოფლიო

შავ ზღვაში ამერიკული ესკადრონული ნაღმმზიდი გამოჩნდა

27.11.17 20:15


ამერიკული სარაკეტო ნაღმმზიდი „ჯეიმს უილიამსი“ შავ ზღვაში შევიდა, იუწყება თურქული Twitter-აკაუნტი Yoruk Isik-ი საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ზე დაყრდნობით.

Yoruk Isik- აქვეყნებს ბოსფორის სრუტეში მოძრავი სამხედრო ხომალდების გადაადგილების შესახებ მონაცემებს.

„ჯეიმს უილიამსმა“ ბოსფორი გადაკვეთა და შავი ზღვისკენ გაემართა მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთის ჯიდასა და წითელ ზღვაში პატრულირება დაასრულა.

„არლი ბერკის“ ტიპის ესკადრონული ნაღმმზიდი, რომელიც Aegis-ის სამხედრო საინფორმაციო-სამართავი სისტემითაა აღჭურვილი, არ შედის არცერთი შენაერთის შემადგენლობაში. ხომალდის მიმდინარე შვიდთვიანი ცურვის მიზანი — ეს აშშ-ის სამხედრო ყოფნის უზრუნველყოფაა.

„ჯეიმს უილიამსს“ შეიარაღებაში აქვს Aegis-ის ორი გამშვები სისტემა, რომლებიც ხომალდს საშუალებას აძლევს, 56-მდე ბირთვული „ბოეგოლოვკით“აღჭურვილი ფრთოსანი რაკეტა „ტამაგავკი“ ზიდოს. ასევე ხომალდის ბორტზე არის განთავსებული ვერტმფრენი SH-60 Seahawk, ხოლო ეკიპაჟი 337 კაცისგან შედგება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები