საზოგადოება

ხვალიდან საქართველოში წვიმა და თოვლია მოსალოდნელი

28.11.17 21:40


სინოპტიკოსები ხვალიდან საქართველოს ცალკეულ რაიონებში მცირე ნალექს პროგნიზირებენ.

ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +6, +11 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

30 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი. 1-3 დეკემბერს კი დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და კვლავ გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად ღრუბლიანი, ნისლიანი, შედარებით ცივი და ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.




წყარო : /www.presa.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები