საზოგადოება

ვანო მერაბიშვილმა ადვოკატების აცილება მოითხოვა

29.11.17 18:30


გიორგი ჩივიაშვილის და ბექა ბასილაიას განცხადებით, ვანო მერაბიშვილმა ადვოკატების აცილება მოითხოვა. როგორც ჩანს, მერაბიშვილის ეს გადაწყვეტილება ადვოკატების აცილებასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირდება.

"ვინაიდან სტრასბურგის დასამართლომ დაადგინა ვანო მერაბიშვილის მიმართ ევროკონვენციის მე-5 მუხლის დარღვევა და ის პოლიტიკური პატიმარია, ამიტომ შს ყოფილი მინისტრი საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებს უნდობლობას უცხადებს", - განაცხადა ჩივიაშვილმა.

მომდევნო პროცესებიდან შს ყოფილ მინისტრს სახაზინო ადვოკატი დაიცავს.

ამასთან როგორც ირკვევა, ადვოკატები საქართველოს საერთო სასამართლოებში მიმდინარე ყველა პროცესს ჩამოშორდებიან.

"მერაბიშვილი აქამდეც უნდობლობას უცხადებდა საქართველოს საერთო სასამართლოებს. ჩვენ გუშინ ვნახეთ, რომ სტრასბურგის დიდმა პალატამ ვანო მერაბიშვილი პოლიტიკურ პატიმრად სცნო, შესაბამისად, არაფერი აღარ გვესაქმება საქართველოს საერთო სასამართლოებთან და საქართველოს პროკურატურასთან.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა დიდმა პალატამ. მერაბიშვილმა გადაწყვიტა, რომ ჩვენ აღარ წარმოვადგინოთ მისი ინტერესები", - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები