საზოგადოება

ესპანეთში სპეცოპერაციის შედეგად ქართული კრიმინალური ჯგუფის წევრები დააკავეს

29.11.17 19:15


ესპანურმა პოლიციამ მადრიდსა და კატალონიაში, ქართული კრინიმალური დაჯგუფების წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩაატარა, ამის შესახებ, El Periódico იუწყება.

გამოცემის თანახმად, სპეცოპერაცია ოთხშაბათს დილით დაიწყო და ბარსელონისა და მადრიდის რამდენიმე ქუჩა მოიცვა. წინასწარი ცნობებით, ჯგუფის წევრებს ფულის გათეთრება ედებათ ბრალად.

ესპანური პოლიციის ცნობით, დაჯგუფებას კახაბერ შუშანაშვილი უდგას თავში, რომლის ცოლიც დღეს დააკავეს. შუშანაშვილი ამჟამად საფრანგეთში იხდის სასჯელს. ის ბარსელონის პოლიციამ 2010 წელს, ჩატარებული რეიდის დროს დააკავა. საქმე მაშინაც ფულის გათეთრებას ეხებოდა. 2010 წლის სპეცოპერაციის შედეგად 85 ადამიანს წაუყენეს ბრალი.

როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დანაშაულებრივი დაჯგუფების დაკავების ოპერაციაში ქართული მხარე ჩართულია, თუმცა, გამოძიების დამთავრებამდე უწყება დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები