საზოგადოება

შიმშილი თუ ჯანმრთელობა? - საქართველოში წამლების ფასი კატასტროფულად იზრდება

29.11.17 20:30


ლარის გაუფასურების პარალელურად ქვეყანაში პროდუქციაზე ფასების მატება სიახლე არ არის, ასევე გაძვირდა საწვავი და კომუნალური გადასახადებიც. ლარის პრობლემის მოგვარების ტენდენცია კი ჯერჯერობით არ შეიმჩნევა.

საკვებთან ერთად მედიკამენტებიც რომ აუცილებელ დანიშნულებას ატარებს არც ეს გახლავთ სიახლე. საზოგადოება კი აქტიურად საუბრობს უკანასკნელ პერიოდში უცხოური წარმოების მედიკამენტებზე ფასების კატასტროფულ ზრდაზე.

როგორც ფარმაცევტულ კომპანიებში აცხადებენ, ფასების მატება შეიმჩნევა, თუმცა მომხმარებელს აქვს რამდენიმე არჩევანი - შეიძინოს უცხოური წარმოების მედიკამენტი ან იგივე მედიკამენტი, მაგრამ ადგილობრივი წარმოების, თუმცა განსხვავებული სახელწოდებით.

მომხმარებლებში აღნიშნული გარკვეულ პროტესტს იწვევს, რადგან ისინი მუდამ ექიმის დანიშნულებით ხელმძღვანელობენ და სხვა დასახელების ალტერნატივაში ეჭვი შეაქვთ.

„ნიუპოსტთან“ საუბრისას ერთ-ერთი პენსიონერი მამაკაცი აცხადებს, რომ მას ესაჭიროება რეგულარულად თვალის წვეთები, რომელსაც უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში მოიხმარს, მედიკამენტის თავდაპირველი ფასი 8 ლარი იყო, დღეისათვის კი 24 ლარს შეადგენს.

განსაკუთრებული ფასების ზრდა შეიმჩნევა იმ კატეგორიის მედიკამენტებში, რომლებიც გულ-სისხლძარღვთა პრობლემების სამკურნალოდ, ასევე წნევის მარეგულირებლად გამოიყენება.

მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ აღნიშნული შეუძლებელია გამოწვეული იყოს ლარის გაუფასურებით, რადგან იმ შემთხვევაში თუ ეროვნული ვალუტა ოდნავ დასტაბილურდა, წამლებზე ფასი მაინც არ იკლებს, კვლავ გაუფასურების შემთხვევაში კი ისევ იმატებს.

მომხმარებლები, განსაკუთრებით პენსიონერები, სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რადგან გამოსავალს ვერ ხედავენ და არ იციან რაზე თქვან უარი - კვებაზე თუ ჯანმრთელობაზე!





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები