საზოგადოება
30.11.17 14:45
საქართველოს კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით, გელათის სამონასტრო კომპლექსის უნიკალური ფრესკების სკანირებისა და მათი ციფრულ ფორმატში დოკუმენტირების პროცესი დაიწყო.
სამუშაოები მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 41- სესიის გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს მიერ აღებული იმ ვალდებულებების ფარგლებში ხორციელდება, რომლებიც გელათის მონასტრის, როგორც მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საკონსერვაციო მდგომარეობისა და მონიტორინგის რეჟიმების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი ქმედებები გელათის მონასტრის კედლის მხატვრობისა და მოზაიკის შესახებ, სრულფასოვანი დოკუმენტაციის მომზადებას ითვალისწინებს. თანამედროვე კვლევების საფუძველზე მომზადდება შესაბამისი ანაზომებისა და სააღრიცხვო ბარათი, რომელიც შემდგომში ეროვნული სააგენტოს ერთიან მონაცემთა სისტემაში განთავსდება. პროექტი, რომელსაც კომპანია „ინჟინრული აზრის“ თანამშრომლები და კედლის მხატვრობის ქართველი სპეციალისტები ახორციელებენ, გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის, წმინდა გიორგი სახელობის ტაძრისა და კარიბჭეში არსებული კედლის მხატვრობისა და მოზაიკის 3D ფორმატით ლაზერულ სკანირებას და მაღალი გარჩევადობის ციფრულ ფოტო ინფორმაციის სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით არქივაციას ითვალისწინებს.
ფრესკების დაზიანების შემთხვევაში, სკანირებული ინფორმაციის არსებობა, სააგენტოს მათი უზუსტესად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს. მიღებული მასალის სიზუსტე და მაღალი ხარისხი მოხატულობის ფართებისა და ცალკეული ზომების, მოხატული ზედაპირის ფორმის, ფრესკების დაზიანების ხარისხისა და გაბარიტების, ნახატის გრაფიკისა და ფერთა გამის განსაზღვრის ეფექტურ საშუალებას იძლევა. ფრესკების სკანირების დასრულების შემდეგ, სააგენტოს მათზე პერმანენტული ზედამხედველობისა და მონიტორინგის საუკუთესო ინსტრუმენტი შეექმნება. სკანირებული ინფორმაციის საფუძველზე, განხორციელდება სამომავლო კონსერვაციის პროცესზე კონტროლიც. ციფრული ტექნოლოგია საშუალებას იძლევა ცდომილებების გარეშე, მაქსიმალური სიზუსტით დაფიქსირდეს ფრესკული (კედლის) მხატვრობა, როგორც ბრტყელ, ასევე ცილინდრულ, სფერულ და სხვა რთულ ზედაპირებზე.
ამასთან, ციფრული ფიქსირება ხდება კოორდინატთა სისტემაში და სამგანზომილებიან სივრცეში ინტერიერის თუ ექსტერიერის სკანირებულ ყველა მონაკვეთს ზუსტ ადგილმდებარეობას ანიჭებს. სკანირებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შესაძლებელია დამზადდეს გელათის ღმრთისმშობლის ტაძრის ამა თუ იმ ფრესკის (ორიგინალის) ზუსტი ასლი, რომელსაც ცნობილი მუზეუმები საგამოფენო ექსპონატად გამოიყენებენ. ამავდროულად ჩნდება ისეთი ფრესკების კალკირების შესაძლებლობა, რომლებზეც სხვადასხვა მიზეზის გამო, ფიზიკური კონტაქტი დაუშვებელია. ფრესკების ციფრული მოდელების მეშვეობით, მეცნიერებიც ისარგებლებენ, რომელთაც როგორც გელათის, ისე სხვა საკულტო ნაგებობების კედლის მხატვრობებთან ვებ-გვერდების გამოყენებით ექნებათ წვდომა. დაარქივებული მასალები სამომავლოდ ხელოვნების დარგის სასწავლო დაწესებულებისათვის გახდება ხელმისაწვდომი. * საქართველოს კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, 2013 წელს განხორციელდა გელათის ღვთისმშობლის ტაძრის წმ. მარინეს ეგვტერისა და სამხრეთ კარიბჭის კედლის მხატვრობის გადაუდებელი კონსერვაცია. 2015 წელს სააგენტოს დაფინანსებითვე ჩატარდა სამონასტრო კომპლექსის წმ. გიორგის სახელობის კედლის მხატვრობის კონსერვაციის პროცესიც. სააგენტოს დაკვეთით, ფრესკების სკანირებისა და ციფრულ ფორმატში დოკუმენტირების სამუშაოები კომპანია „ინჟინრული აზრის“ სპეციალისტებს ნორაშენის, ქაშვეთის, სუბ-გეორქის, ვარძიისა და ბოლნისოს სიონის ტაძრების კედლის მხატვრობაზეც აქვთ განხორციელებული.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 109
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24