საზოგადოება

ამინდის პროგნოზი 5 დეკემბრამდე

30.11.17 15:05


დღეს, დღის პირველ ნახევარში დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი.

ამის შესახებ "პირველს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოდან აცნობეს.

დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დაახლოებით 11-16 გრადუსი სითბო, დაბლობში.

მთიან რაიონებში 4-9 და მაღალმთიან რაიონებში 0 +5 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში მოსალოდნელია 7-დან 12-გრადუსამდე სითბო, მთიან რაიონებში 3-8 და მაღალმთიან რაიონებში -1 +4 გრადუსი.

დასავლეთ საქართველოში პირველი დეკემბრიდან გამოიდარებს და 5 დეკემბრის ჩათვლით მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი, ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, დაბლობში კვლავ მოსალოდნელია სითბო, 14-დან 19-გრადუსამდე.

მთიან რაიონებშიც ტემპერატურა 6-11 გრადუსი და მაღალმიან რაიონებში3-8 გრადუსი იქნება.

პირველი დეკემბრიდან 5 დეკემბრამდე, აღმოსავლეთ საქართველოს, აღმოსავლეთ რაიონებში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია, მცირე ნალექი.

ჩრდილო მაღალმთიან რაიონებში თოვლის სახით, ზოგან ნისლი.

1 და 2 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დღისით 4-9 გრადუსი სითბო. მთიან რაიონებში 2-7 და მაღალმთიან რაიონებში -3-დან +2 გრადუსამდე.

3 და 4 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს 7-დან 12 გრადუსამდე.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები