საზოგადოება

უბედური შემთხვევა ფოთში - სამაცივრე საწყობში მამაკაცი გარდაიცვალა

30.11.17 19:45


უბედური შემთხვევა მოხდა ფოთში — შპს „აისბერგ-ფოთში" 40 წლამდე მამაკაცს ყინულის ყუთები დაეცა, რის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, იტყობინება ადგილიდან „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი.

როგორც სასწრაფოს მორიგე ექიმი, თამარ ჟვანია გამარტავს, სასწრაფო დახმარების ბრიგადა შემთხვევის ადგილზე დროულად გამოცხადდა, თუმცა დაშავებულ მამაკაცს სასიცოცხლო ნიშნები არ აღენიშნებოდა, მან მძიმე ტვირთის დაცემის შედეგად ტრავმა თავის არეში მიიღო.

მომხდარზე ოფიციალურ კომენტარს შპს „აისბერგ-ფოთში" არ აკეთებენ.

ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც უწყებაში განაცხადეს, აღნიშულთან დაკავშირებით საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლით დაიწყო, რაც შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს და ისჯება ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები