საზოგადოება

ქართული ღვინო გინესის რეკორდების წიგნში შეიტანეს

30.11.17 21:15


ღვინის ქიმიური შემადგენლობა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 6 000 – 5 800 წლებით თარიღდება, აღნიშნული დასკვნა კი სპეციალისტებმა საქართველოში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ქვევრის მეშვობით გააკეთეს. ქვევრზე აღმოჩენილი ნივთიერებების შემადგენლობით ღვინის იდენტიფიკაცია მოხდა, რადგან ისინი ღვინის მჟავას შეიცავდნენ.

ქვევრზე ასევე აღმოაჩინეს სხვა ორგანული მჟავებიც, ისეთები, როგორებიცაა ვაშლი და ლიმონი.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ღვინის შემადგენლობა შესაძლოა 8 ათას წელსაც კი ითვლიდეს, მეცნიერებმა ასევე აღმოჩენილი ნაწილაკებით დაადგინეს, რომ ღვინო ახლო აღმოსავლეთშია დამზადებული.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გინესის რეკორდების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები