საზოგადოება

1-ელ დეკემბერს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება

01.12.17 14:30


1-ელ დეკემბერს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება. თარიღი მსოფლიო საზოგადოების ინფექციის გავრცელებისადმი ყურადღების მიქცევის მიზნით დადგინდა, რამაც გლობალური პანდემიის მასშტაბები მიიღო და მსოფლიოს ყველა რეგიონი მოიცვა.

შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ყოველ წელს სხვადასხვა დევიზით ტარდება.

შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო სიმბოლოა „წითელი ბაფთა“.

საერთაშორისო სიმბოლო 1991 წლის აპრილში ამერიკელმა მხატვარმა ფრანკ მურმა შექმნა, რომელიც შიდსით იყო დაავადებული და 2002 წელს 48 წლის ასაკში გარდაიცვალა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები