ანალიტიკა

გაეროს რეზოლუცია სომხეთის ძალების გაყვანის შესახებ კვლავ ფურცელზე რჩება - ალიევი

23.06.16 20:25


ალიევი-სარგსიანი-პუტინის სამმხრივი შეხვედრა მთიანი ყარაბაღის პრობლემის დასარეგულირებლად დღეს, სოჭში, რუსეთის პრეზიდენტის სოჭის რეზიდენციაში "ბოჩაროვ რუჩეიში" გაიმართა.

აზერბაიჯანის და სომხეთის პრეზიდენტები მიიჩნევენ, რომ ყარაბაღის კონფლიქტი დროში გაიწელა და საჭიროებს მის დროულ გადაწყვეტას.

ინფორმაციას"რია ნოვოსტი" ავრცელებს.

"საკითხი გადაჭრას საჭიროებს, ის დროში გაიწელა. არსებობს მოლაპარაკებათა ფორმატი, იურიდიული ბაზა კონფლიქტის დასარეგულირებლად. გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიიდან სომხეთის საოკუპაციო ძალის უპირობო გასვლას ითვალისწინებს. სამწუხაროდ, გავიდა 20 წელზე მეტი, მაგრამ რეზოლუცია კვლავ ქაღალდზე დარჩა. ვფიქრობ, რომ რუსეთს, როგორც ჩვენი ახლო მეგობარს, პარტნიორსა და მეზობელს, რა თქმა უნდა, აქვს განსაკუთრებული როლი დარეგულირების პროცესში და ვიმედოვნებთ, უახლოეს მომავალში მოლაპარაკებათა გზით ვიპოვით გადაწყვეტილებას, რომელიც შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სამართლის ნორმებთან", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ალიევი-სარგსიანი-პუტინის სამმხრივი შეხვედრა მთიანი ყარაბაღის პრობლემის დასარეგულირებლად დღეს, სოჭში, რუსეთის პრეზიდენტის სოჭის რეზიდენციაში "ბოჩაროვ რუჩეიში" გაიმართა.

წაკითხულია : 415


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები