საზოგადოება

თბილისში საახალწლო პერიოდში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდება

01.12.17 18:25


შს მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, თბილისში საახალწლო პერიოდში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდება, რათა ბოლოდროინდელ გამოწვევებს პასუხი გაეცეს.

21-22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე კონტრტერორისტული სპეცოპერაცია ჩატარდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად ტერორისტული დაჯგუფების 3 წევრის ლიკვიდაცია მოხდა. დაკავებულია ერთი წევრი.

სპეცოპერაციის დროს სუს-ის ორი სპეცრაზმელი და შსს-ს ორი წარმომადგენელი დაიჭრა.

დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი, რომელიც გუშინ დაკრძალეს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები