საზოგადოება

51-ე სკოლის დაჭრილი მოსწავლე გარდაიცვალა

01.12.17 20:15


„კურიერის“ ინფორმაციით, 51-ე სკოლის დაჭრილი მოსწავლე გარდაიცვალა. თბილისში 51-ე სკოლის 2 მოსწავლე ცოტა ხნის წინ დაჭრეს.

შემთხვევა ხორავას ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველები „კურიერს“ უყვებიან, რომ დაჭრას წინ შელაპარაკება უძღოდა, რომელიც ბავშვებს შორის 51-ე საჯარო სკოლასთან დაიწყო, რის გამოც სავარაუდოდ, მანდატურმა მათ შენიშვნა მისცა, რის შემდეგაც მათ ხორავას N4-ში გადაინაცვლეს და ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

თვითმხილველის განცხადებით, დაპირისპირებაში 10-15-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.





წყარო : /www.presa.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები