საზოგადოება

რატომ უნდა ეწვიოთ თბილისს: National Geographic–მა საიდუმლო გაამჟღავნა

01.12.17 21:30


საქართველომ 21–დან მესამე პოზიცია დაიკავა იმ ადგილების ჩამონათვალში, რომლებიც 2018 წელს უნდა მოინახულოთ და რომელიც მოგზაურობის შესახებ ერთ–ერთმა ყველაზე პოპულარულმა ჟურნალმა National Geographic–მა შეადგინა.

რეიტინგში პირველ ადგილზე ეთიოპიის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქი ჰარარი აღმოჩნდა, მეორე ადგილზე კი არგენტინის ქალაქი დასახელდა.

კითხვაზე, რატომ ღირს საქართველოს დედაქალაქში მოგზაურობა, National Geographic–ი წერს, რომ ამის გაკეთება საჭიროა იმისთვის, რათა ძველი თბილისის ავთენტური მომხიბვლელობა განიცადოთ.

ქალაქის განვითარება თავბრუდამხვევი სისწრაფით ცვლის თბილისის პეიზაჟებს, წერს National Geographic–ი და აღნიშნავს, რომ ტრადიციული ქართული გამოცდილება – ეს გოგირდის აბანოებია, რომლებიც 24–საათიან რეჟიმში მუშაობენ, ასევე მადისაღმძვრელი ხინკალი და ადგილობრივების ლეგენდარული სტუმართმოყვარეობა.

National Geographic–ი ასევე წერს, რომ თბილისის არქიტექტურაზე გავლენა სპარსულმა, არაბულმა, ბიზანტიურმა და რუსულმა კულტურებმა იქონიეს.

ეთიოპიის, საქართველოსა და არგენტინის გარდა, ჩამონათვალში ასევე მოხვდა ავსტრალია, მეხიკო, ავსტრია, ოაჰუს კუნძული (ჰავაი), შვედეთი, იორდანია, ირლანდია, მადაგასკარი, ჩილე, კამბოჯა, ოჰაიო, მაროკო, სამხრეთ კორეა, ალბანეთი, კანადა, ნიდერლანდები, ტანზანია.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები