საზოგადოება

გურჯაანში 16 წლის გოგონა ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა

04.12.17 15:45


გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში 16 წლის გოგონა ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

გოგონა სოფელში ბებიასთან იმყოფებოდა, სადაც სავარაუდოდ აბაზანაში დამონტაჟებული გაზის გამათბობლიდან ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა.

16 წლის გოგონა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სოფელ კოლაგში უკვე გადაასვენეს.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები