საზოგადოება

სამართალდამცველებმა სამცხე-ჯავახეთში ოთხი არალიცენზირებული სახერხი საამქრო დახურეს

04.12.17 16:15


შსს-ს პოლიციის თანამშრომლებმა სამცხე-ჯავახეთში ნოემბერში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე 19 პირი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ასევე ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტზე 4 პირი ამხილეს.

სამართალდამცველებმა ბორჯომის, ადიგენის და ახალციხის რაიონებში ბრალდებულთა ავტომანქანებიდან, უკანონოდ მოპოვებული ხის მრგვალი მორები და სამასალე ფიცრები ამოიღეს, გამოვლენილი 15 ავტომანქანა და ოთხი არალიცენზირებული სახერხი საამქრო კი დალუქეს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ს 303-ე მუხლის პირველი ნაწილით — „ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა", რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოებით 1 წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე ვადით.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები