საზოგადოება
23.06.16 20:40
„მინდა, პირდაპირი მხარდაჭერა გამოვუცხადო გიორგი კვირიკაშვილს, პიროვნებას, რომელიც არის აბსოლუტურად მოტივირებული ჩვენი ქვეყნისთვის და ქვეყნის სამსახურში დგას“ – ამის შესახებ “თიბისი ჯგუფის” პრეზიდენტმა მამუკა ხაზარაძემ სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
„მინდა, პირდაპირი მხარდაჭერა გამოვუცხადო გიორგი კვირიკაშვილს, პიროვნებას, რომელიც არის აბსოლუტურად მოტივირებული ჩვენი ქვეყნისთვის და ქვეყნის სამსახურში დგას.
იცის, საით უნდა წაიყანოს მთავრობა. ვფიქრობ, დღეს კეკლუცობის დრო არ არის. ჩვენ გვჭირდება სტაბილური გარემო, ჩვენ გვჭირდება სერიოზული ხელმძღვანელი. ჩვენ მხარი უდნა დავუჭიროთ ამ ადამიანს და კრიტიკულები უნდა ვიყოთ“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
ამასთან, ხაზარაძემ ფორუმზე აღნიშნა, რომ დღეს ვერავინ იტყვის, კრიტიკული მოსაზრების გამო ვიღაც გაილანძღა ან დაისაჯა.
„დღეს ქვეყანას და ბიზნესს სჭირდება სტაბილური განვითარება.
ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივეჩვიოთ, დავაფიქსიროთ, სად ვდგავართ.
თუ არ მოგვეწონება, შეგვიძლია შევიკრიბოთ და ხმამაღლა ვთქვათ, რომ ეს ასე არ ვარგა“, – აღნიშნა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, ბიზნესი და ხელისუფლება ხვალინდელ დღეზე უნდა იყვნენ ორიენტირებული.
„საით უნდა წავიდეს ქვეყანა განვითარებისთვის – სადაც არის სტაბილურობა, სადაც არის წესიერი, სუფთა ადამიანი ხელმძღვანელად და ასეთი ჩვენ გვყავს“, – განაცხადა ბიზნესმენმა.
ამასთან, მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ მინისტრთა კაბინეტს შეკვეცა ჭირდება.
„რა თქმა უნდა მინისტრთა კაბინეს შეკვეცა ჭირდება, ცვლილება ჭირდება, ზოგიერთ სამინისტროს გაუქმება ჭირდება. ეს არის მუშა სიტუაცია, ჩვენ უნდა დავაყენოთ, მოვითხოვოთ და ჩვენ ამას მივაღწევთ. დღეს არის ძალიან მნიშვენლოვანი, რომ საკუთრების უფლებას არავინ არ ახსენებს, არც ეხება, ჩვენ ეს ასე მივიღეთ. ეს მივიღეთ, როგორც საჩუქარი. ამაში ყველამ ჩვენი წვლილი შევიტანეთ, მაგრამ პოლიტიკური ცვლილება მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა.
დღეს არავინ აღარ საუბრობს იმაზე, რა ემუქრება თქვენ საკუთრებას, აქციებს, ღამე გადაფორმებები არ ხდება. ეს უნდა იყოს დაფასებული, არავინ არ გვთხოვს და არც ამ შეხვედარზე დამრჩენია შთაბეჭდილება, რომ ამას ვიღაც გვამადლის, საუბარია იმაზე, რომ ეს გვახსოვდეს, ვიყოთ კრიტიკულები, მაგრამ ჩამოვყალიბდეთ, რა გვინდა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 325
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24