საზოგადოება

კორცხელში მამაკაცი სანადირო თოფით დაჭრეს

23.06.16 20:50


კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის მესამე სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე ზურაბ ხასია ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში, გამთენიისას, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

მუცლის არეში მძიმედ დაჭრილი ზურაბ ხასია ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მედიკოსების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარის მიზეზებზე საუბარი უჭირს დაჭრილი ხასიას ოჯახის წევრებს, ისინი საქმის დროულად გამოძიებას მოითხოვენ.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე სსსკ-ის 117-ე მუხლით აღძრა, რაც სხეულის განძრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 1909


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები