ანალიტიკა

ერევანში საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს

23.06.16 21:00


ახალგაზრდული მოძრაობა "არა ძარცვას" ინიციატივით დაწყებული საპროტესტო გამოსვლები დღეს გამთენიისას სომხეთის პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა.

დილის 5 საათზე ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილემ ნახევარსაათიანი ვადა მიცა აქციის მონაწილეებს მჯდომარე აქციის დასაშლელად. გაფრთხილების ვადის ამოწურვის შემდეგ, პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციამ სპეცრაზმისა და შინაგანი ჯარის ნაწილების გამოყენებით მიტინგის დაშლის ოპერაცია განახორციელა.

პროტესტანტებს დასაშლელად გამოყენებულ იქნა წყლის ჭავლი.

დაპატიმრებულია 240-ზე მეტი მონაწილე. არიან დაზარალებულები - ძირითადად სტუდენტი გოგონები. .

ჯერჯერობით, არ ვრცელდება ოფიციალური ინფორმაცია დაკავებულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ. მოქალაქეების ნაწილი, რომლებიც შეესწრნენ აქციის დაშლის პროცესს, აქტიურად აპროტესტებდნენ სამოქალაქო ტანსაცმელში მყოფი პირების მიერ ახალგაზრდების დაპატიმრების ფაქტს.

აქციის დაშლისას პოლიციის განსაკუთრებულ სისასტიკეზე ამახვილებს ყურადღებას epress.am-ის კორესპოდენტი, რომელიც საპროტესტო აქციას აშუქებდა. დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტოს კორესპოდენტს ვიდეოკამერა დაუმტვრიეს. მისივე განცხადებით, დაკავებულებს ცემდნენ მუშტებით და რეზინის ხელკეტებით.

ახალგაზრდა აქტივისტების საპროტესტო გამოსვლები სომხეთის ელექტროენერგიის სადისტრიბუციო კომპანიის მიერ სომხეთის ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში წარდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას მოყვა. მოთხოვნის თანახმად, 2015 წლის 1 აგვისტოდან სომხეთში 1 კილოვატსაათი ენერგიის ღირებულება 17-22 პროცენტით იზრდება.

სომხეთის ელექტროენერგიის სადისტრიბუციო კომპანია რუსული ენერგოგიგანტი სახელმწიფო კომპანია რაო-ს შვილობილი კომპანიაა, რომელმაც ტარიფის ზრდის აუცილებლობა სომხეთის ეროვნული ვალუტის, დრამის დოლართან გაუფასურებით ახსნა.

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები