საზოგადოება

დიმიტრი ქუმსიშვილი: როგორ გგონიათ, ჩვენ წავედით და ვიყიდეთ მატარებელი, რომელიც გვირაბში არ ეტევა?!

23.06.16 21:05


“როგორ გგონიათ, ჩვენ წავედით და ვიყიდეთ მატარებელი, რომელიც გვირაბში არ ეტევა?!“ – ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი 40 მლნ ევროდ შეძენილ ორსართულიან მატარებლის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს.

მინისტრი სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს, 40 მლნ ევროდ შეძენილი ორსართულიანი მატარებელი არც ერთ გვირაბში არ ეტევა.

მისი თქმით, საქართველოს რკინიგზასთან ტექნიკური შესაბამისობა სრულად შემოწმებულია და პრობლემა არ არსებობს.

“მატარებლები, რომელბიც “საქართველოს რკინიგზამ” შეიძინა, ძალიან მაღალი ხარისხისა და კლასის არის. ასეთი მატარებლები ჩვენ არ გვყოლია. ტექნიკური შესაბამისობა ჩვენს რკინიგზასთან სრულად შემოწმებულია და მოლაპარაკებები, მათ შორის ტექნიკურ დონეზე, საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობდა. შესყიდვა არ ხდება ისე, თუ არ არის ტექნიკურ შესაბამისობაში და ტექნიკურ ნაწილში მნიშვნელოვანი სამუშაოები განხორციელდა. დეტალური საბუთების მიხედვით იყო გადაწყვეტილება მიღებული და ამ მატარებლების სხვა შემთხვევაში ყიდვის დროს, ჩვენ სადღაც 4-5 მლნ დოლარით მეტის გადახდა მოგვიწევდა, რაც დღეს დავზოგეთ.

ეს არის შიდა ტურიზმის განვითარებისთვის. ვიმედოვნებ, თქვენც იმგზავრებთ ამ მატარებლით. რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურა მზადაა. როგორ გგონიათ, ჩვენ წავედით და ვიყიდეთ მატარებელი, რომელიც გვირაბში არ ეტევა?! ასეთი რამ შეიძლება იკითხო?”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო პლატფორმა – ”ახალი საქართველოს” ოფისში, ორგანიზაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გივი კუბლაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „საქართველოს რკინიგზამ” “Stadler”-ის ფირმის მატარებლების შეძენა მხოლოდ რუსეთის ფედერაციისთვის დახმარების გამო გადაწყვიტა. მისი თქმით, ”საქართველოს რკინიგზის” მიერ 40 მილიონ ევროდ შეძენილ “Stadler”-ის ფირმის ორსართულიანი სამგზავრო მატარებლების შეძენაზე.

როგორც კუბლაშვილი აცხადებს, მატარებლების შეძენის შემდეგ, დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია და მრავალი კითხვის ნიშანი გაჩნდა, თუ რამდენად მზად იყო საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურა აღნიშნული მატარებლებისთვის, შეძლებდა თუ არა რიკოთის გვირაბში გავლას და ა.შ.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 775


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები