საზოგადოება

ალექსანდრე ჯეჯელავა - მთავრობის დავალებით შეიქმნება პლატფორმა, რომელიც უმაღლესი განათლების სისტემის დახვეწაზე იმუშავებს

23.06.16 21:20


მთავრობის დავალებით შეიქმნება პლატფორმა, რომელიც უმაღლესი განათლების სისტემის, მათ შორის, თვითმმართველობის სისტემის დახვეწაზე იმუშავებს, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა სტუდენტებთან მიმდინარე დიალოგის შესახებ კითხვა დღევანდელ სხდომაზე დასვა.

„მოგეხსენებათ, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობთ „აუდიტორია 115“-თან, თსუ-ს და სხვა თვითმმართველობებთან და ვცდილობთ, რომ ეს პროცესი კონფლიქტის ფორმატიდან სამუშაო პროცესში გადავიტანოთ, რათა შემდეგი ნაბიჯები ეფექტური იყოს. ძალიან მოხარული ვარ, რომ მთავრობის დავალების ფორმა მიიღო ამან, რომ შეიქმნას პლატფორმა, რომელიც იმუშავებს უმაღლესი განათლების სისტემის მთლიანად დახვეწაზე, მათ შორის, თვითმმართველობის სისტემის დახვეწაზე. პრემიერის მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ ჩვენ უნდა ვიმუშავოთ შესაბამის კანონზე“, - განაცხადა ჯეჯელავამ.

მისივე თქმით, ეს საკმაოდ რთული სამუშაო პროცესია, ვინაიდან აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.

„ჩვენ სტუდენტების ერთი ან ორი ჯგუფის ინტერესებს ვერ ავსახავთ კანონში, უნდა ავსახოთ მთელი უმაღლესი განათლების სისტემის ინტერესები“, - დასძინა განათლების მინისტრმა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები