საზოგადოება

უსახლკაროთა უფლებადამცველები შიმშილობით იმუქრებიან

23.06.16 21:25


თბილისში, პარლამენტის შენობასთან „უსახლკაროთა შესახებ“ ახალი კანონის მიღების მოთხოვნით რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა. კანონპროექტი ითვალისწინებს ამ ადამიანების რეგისტრაციას და მათთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭებას, იუწყება Sputnik-ს კორესპონდენტი მოვლენების ადგილიდან.

აქციის ორგანიზატორები — „უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“ და „თავისუფალი თაობა“ — შიმშილობის დაწყებით იმუქრებიან იმ შემთხვევაში თუ ახალი კანონის დამტკიცების პროცესი გაჭიანურდება. ეს უკვე მეხუთე საპროტესტო აქციაა.

როგორც იოვაშვილმა აღნიშნა, კანონის მიღებისა და უსახლკაროს სტატუსის მინიჭების შემდეგ მთავრობა ვალდებული იქნება, ეს ადამიანები საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ამ დროისთვის საპროტესტო აქციის შეჩერება გადაწყვიტეს.

საქართველოში უსახლკაროთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები