მსოფლიო

ტყის ხანძარი კალიფორნიაში: საკონსულო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

07.12.17 20:00


საქართველოს გენერალურმა საკონსულომ ნიუ-იორკში კალიფორნიის შტატში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის, ამერიკის შტატში ტყის ხანძრებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა.

კალიფორნიის შტატში ხანძრის გამო საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული. დაახლოებით 200 ათას ადამიანს ევაკუაციას ურჩევენ, დანგრეულია სულ ცოტა 184 ნაგებობა.

საკონსულო, ადგილზე არსებულ მდგომარეობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად სთავაზობს გადასვლას ვებ-გვერდზე.

ყველაზე დიდი ხანძარი ვენტურას ოლქშია, სადაც სულ მცირე, 36,4 ათასი ჰექტარი ტყე იწვის.

ცეცხლს ებრძვის 1,8 ათასზე მეტი მეხანძრე, ჯერჯერობით ხანძრის მხოლოდ 5%-ის შეკავება მოხერხდა.

ასევე ხანძარია ლოს-ანჯელესში, სანტა კლარიტასა და სან-ბერნარდინოში.

უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კალიფორნიის გუბერნატორმა ჯერი ბრაუნმა ვენტურას ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები