საზოგადოება

მედია: მდინარე თერგმა კალაპოტი შეიცვალა და ავტომაგისტრალზე მიედინება

24.06.16 15:15


დევდორაკის მყინვარის ძირში დაახლოებით ერთი კილომეტრის ტერიტორიაზე გზა, კალაპოტის ცვლილების შედეგად ადიდებულმა თერგმა წაიღო და ამჟამად, მდინარე ამ გზაზე მიედინება, იტყობინება ტელეკომპანია"რუსთავი 2".

თერგმა კალაპოტი შეიცვალა და მდინარე ამ დროისთვის სამანქანო გზაზე მიედინება. ღვარცოფის შედეგად დაახლოებით ერთ კილომეტრამდე მონაკვეთი მოწყდა გარესამყაროს.
სპეციალისტების განცხადებით, გზის აღდგენას სულ მცირე ორი ან სამი კვირა დასჭირდება.

ადგილზე დილიდან მუშაობენ გეოლოგები, ასევე სტიქიის ზონაში იმყოფებიან შს სამინისტროსა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.

დილიდან შსს-ს ვერტმფრენით დაიწყო დარიალის მამათა მონასტერში თავშეფარებული 70 ადამიანის, მათ შორის უცხოელი ტურისტებისა და საბაჟო ტერმინალის თანამშრომლების გადმოყვანა. გარდა ამისა, ვერტმფრენია გამოყოფილი გეოლოგებისთვისაც, რომლებიც მყინვარს დაათვალიერებენ.

ღვარცოფის ჩამოწოლის საფრთხე დარიალის ხეობაში ღამით მოიხსნა. ღამითვე ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრი და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი, ასევე გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები