პოლიტიკა
14.12.17 21:30
საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებში რეგიონულ ფორუმში მონაწილეობს. ინდონეზიის მთავრობის ორგანიზებულ ფორუმს, რომელშიც აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები, ბიზნესწრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ, თეა წულუკიანი „ღია მმართველობის პარტნიორობის” მმართველი კომიტეტის თავმჯდომარის სტატუსით ესწრება. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ფორუმის გახსნის ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა.
თეა წულუკიანმა კიდევ ერთხელ განმარტა საქართველოს, როგორც OGP-ის პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყნის, პრიორიტეტები 2018 წლის განმავლობაში. თავისი გამოსვლის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ყურადღება გაამახვილებს „ღია მმართველობის პარტნიორობის” მე-5 გლობალური სამიტის მნიშვნელობაზე, რომელსაც 2018 წლის ზაფხულში საქართველო უმასპინძლებს. თეა წულუკიანმა ღონისძიების მონაწილეებს მოუწოდა, აქტიური მონაწილეობა მიიღონ OGP-ის მომდევნო გლობალური სამიტის თემატიკის განსაზღვრაში.
რეგიონული ფორუმის ფარგლებში არაერთი შეხვედრაა დაგეგმილი. იუსტიციის მინისტრი მონაწილეობას მიიღებს მინისტერიალში, სადაც ის საქართველოს წარმატებულ მაგალითზე კოლეგა მინისტრების, აგრეთვე, საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე ისაუბრებს და პარტნიორი ქვეყნების შეკითხვებს უპასუხებს; გამართავს შეხვედრებს ყირგიზეთის, სამხრეთ კორეის, ფილიპინებისა და ინდონეზიის მთავრობების წარმომადგენლებთან. ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია მემორანდუმის გაფორმება საქართველოსა და ინდონეზიას შორის.
იუსტიციის სამინისტრო ინდონეზიის ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული რეფორმების სამინისტროს გამოცდილებას გაუზიარებს ღია და გამჭვირვალე მმართველობის სახელმწიფო სისტემის მშენებლობის, სახელმწიფო სერვისების გამარტივების, ელექტრონული მმართველობის განვითარების კუთხით.
OGP-ის თავმჯდომარეობა საქართველომ მიმდინარე წლის ოქტომბერში საფრანგეთისაგან გადმოიბარა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ქვეყანა მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმს ხელმძღვანელობს, რომელიც მსოფლიოს 75 ქვეყანას აერთიანებს. საქართველოში „ღია მმართველობის პარტნიორობის” პროცესს წარმართავს და კოორდინაციას უწევს იუსტიციის სამინისტრო, ის წარმოადგენს ქვეყნის სხვადასხვა უწყებას OGP-ის ფორმატში საერთაშორისო დონეზე.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 145
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ComCom-მა მობილურ ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესების მიზნით კვლევა და წარმოება დაიწყო
17:0028.03.24
-
16:3528.03.24
-
16:0228.03.24
-
15:3928.03.24
-
15:1828.03.24
-
14:4628.03.24
-
ქართველი და გერმანელი მეცნიერების კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა
14:1728.03.24
-
13:4328.03.24
-
ირაკლი კობახიძე საქართველოში უნგრეთის ელჩს შეხვდა
13:0328.03.24
-
12:3828.03.24
-
12:0128.03.24
-
შოთა ხაბარელი კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
11:2028.03.24
-
მარიამ ქვრივიშვილი: ქუთაისის აეროპორტიდან ავტობუსის დანიშვნა ტურისტებს გადაადგილებას გაუმარტივებს
10:4828.03.24
-
10:0628.03.24
-
21:0327.03.24
-
18:0227.03.24
-
17:3027.03.24
-
17:0027.03.24
-
მამუკა მდინარაძე: საქართველომ ყველა მიმართულებით დაამტკიცა, რომ იმსახურებს ევროპის
16:3627.03.24
-
მთავრობამ კლიმატის ცვლილების 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
16:0327.03.24
-
15:2827.03.24
-
15:0527.03.24
-
14:4527.03.24
-
28-29 მარტს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
14:2027.03.24
-
ეკა სეფაშვილი ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის მმართველსა და ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
13:4027.03.24
-
13:2027.03.24
-
12:5427.03.24
-
სომხეთს 'დიდი ომიდან თავის დაძვრენის' უფლებას არ მისცემენ - 'სასნა ცრერი' კვლავ 'გვაფრთხილებს'
12:3527.03.24
-
10:5627.03.24
-
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
10:2527.03.24
-
10:0227.03.24
-
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ვებგვერდი და აპლიკაცია განახლდა
18:0426.03.24
-
17:4126.03.24
-
17:2626.03.24
-
ნინო წილოსანი მეწარმე ქალებს შეხვდა
17:0026.03.24
-
გიორგი ამილახვარმა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველოლოგიის ცენტრი გახსნა
16:3526.03.24