პოლიტიკა

დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტი დღეს დამტკიცდება

15.12.17 14:30


დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტი დღეს დამტკიცდება. კენჭისყრა საკრებულოს სხდომაზე 16:00 საათზე დაიწყება. განხილვას სავარაუდოდ თბილისის მერი, დედაქალაქის მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრება.

თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 861,609 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც 60 მილიონი ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი ტრანსფერია. როგორც მერიაში აცხადებდნენ, 60 მილიონიდან ძირითადი ნაწილი მეტროს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციას მოხმარდება.

თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით, ასევე, ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 326 მლნ ლარამდე დაიხარჯება, 100 მლნ ლარამდე გათვალისწინებულია სატრანსპორტო პროექტებისთვის, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამები 189 მლნ ლარით დაფინანსდება და სხვა.

ბიუჯეტის პროექტის მხარდაჭერას არ აპირებს საკრებულოს ოპოზიცია, მათი ძირითადი შენიშვნები ბიუროკრატიულ ხარჯებს ეხება.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები