პოლიტიკა

ქართულ–ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის სხდომა დღეს გაიმართება

15.12.17 15:00


საქართველოსა და აშშ–ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების ჯგუფის მორიგი შეხვედრა ვაშინგტონში დღეს გაიმართება.

შეხვედრის ფარგლებში მხარეები განიხილავენ განათლების, სპორტის, კულტურის, ჯანდაცვის, სტრატეგიული კომუნიკაციების, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ჩართულობის საკითხებს.


ამერიკელ კოლეგებთან ერთად, შეჯამდება ამ სფეროებში მიღწეული პროგრესი, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.


შეხვედრაზე ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია უხელმძღვანელებენ.


აშშ-ის მხრიდან შეხვედრის თანათავმჯდომარეები იქნებიან საჯარო დიპლომატიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოქმედი მოადგილე შერონ ჰადსონ-დინი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოქმედი თანაშემწე მარგო ელისი.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები