პოლიტიკა
15.12.17 16:00
კონკურენციის სააგენტო მომღერალ გიორგი გაჩეჩილაძის (უცნობის) სიძის კომპანიას “სიტროენ ჯორჯიას“ ჰპირდება, რომ მაქსიმალურ ვადაში გადაწყვეტილებას მიიღებს და დასკვნას გაასაჯაროებს.
როგორც კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სააგენტო კომპანიისგან დაზუსტებულ ინფორმაციას ელოდება.
“ჩვენ მივიღეთ საჩივარი 12 დეკემბერს. 13 დეკემბერსვე ეს საჩივარი გადავუგზავნეთ მხარეებს, რომლებსაც ეხებათ, რათა მათგანაც მივიღოთ ინფორმაცია. ჩვენ გავუგზავნეთ წერილი “სიტროენ ჯორჯიას” და მოვითხოვეთ გარკვეული ინფორმაციის დაზუსტება. ეს სასამართლოს თემას ეხება, ვინაიდან სასამართლოშიც მიმდინარეობს განხილვა და გვაინტერესებს. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას მოკვლევის დაწყების შესახებ და პროცესი იქნება საჯარო”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
მისი თქმით, მოკვლევა ვერ დაიწყება, სანამ კონკურენციის სააგენტო ყველა ინფორმაციას არ მიიღებს.
“ჩვენ გვაქვს ერთთვიანი ვადა. ჩვენ შევეცდებით, რომ მანამდე მივიღოთ ინფორმაცია მოპასუხე მხარეებისგან და თავად “სიტროენ ჯორჯიასგანაც”,- დასძინა ხადურმა.
ხადური ამბობს, მას ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრთან საუბარი არ ჰქონია.
ცნობისათვის, მომღერალი გიორგი გაჩეჩილაძე ტენდერებში კომპანიების მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების ტენდერი კომპანია “სიტროინ ჯორჯიამ” უსაფუძვლო მიზეზების გამო წააგო.
მისივე თქმით, საქართველოში ტენდერებში სულ რამდენიმე კომპანია მონაწილეობს, რომელიც კარტელს წარმოადგენს და ამ კომპანიებთან ასოცირდება სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი.
“სიტროინ ჯორჯია” ახალი კომპანიაა. “სიტროინი”ფრანგების მულტინაციონალური კომპანიაა, საფრანგეთის მთავრობაც ფლობს გარკვეულ წილს ისევე როგორც კერძო სტრუქტურა. ყველაზე კარგი და ძალიან დაბალი ფასი დააფიქსირა და ისე მიიღო მონაწილეობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილებზე გამოცხადებულ ტენდერში. ეს ტენდერი მოიგო”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ. მისივე თქმით, “სიტროინის” მოგების შემდეგ, ეს ტენდერი გაუქმდა.
“მინდა, რომ გასაჩივრდეს ახლა კონკურენციის სააგენტოში, რომელსაც ხელმძღვანელობს ნოდარ ხადური და გამოიტანოს ობიექტური დასკვნა”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, „სიტროენის“ სარჩელზე სასამართლოში დავა უკვე მიმდინარეობს, რამდენიმე დღის წინ კი, კომპანიამ კონკურენციის სააგენტოსაც მიმართა.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 190
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24