პოლიტიკა

აპრილიდან ამოქმედდება ახალი წესი, რომლითაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება აპრიორი საქართველო მოქალაქობის შეწყვეტის საფუძველი არ გახდება

15.12.17 17:00


პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, აპრილის თვეში დადგინდება პირობები, რომლის თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება აპრიორი საქართველო მოქალაქობის შეწყვეტის საფუძველი არ გახდება.

როგორც კობახიძე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, დეპუტატ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა იყო, რომ ახალი რეგულაცია მოქალაქობის შეთავსების თაობაზე იმაზე ადრე ამოქმედებულიყო, ვიდრე კონსტიტუციის სხვა რეგულაციები.

ახალმიღებულ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებით, კონსტიტუციის შესაბამისი მუხლი პროექტის გამოქვეყნებისთანვე შედის ძალაში.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები