პოლიტიკა
15.12.17 17:30
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის იყო გაცილებით უფრო დიდი ღირებულება და ფასეულობა, ვიდრე ეს არის მხოლოდ საგანმანათლებლო კერა – ეს იყო ყოველთვის კულტურის კერა და ჩვენი სახელმწიფოებრიობის ბურჯი იმ ურთულესი წლების განმავლობაში, როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების“ დაფუძნების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლითაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები იწყება.
პრემიერმა აღნიშნა, რომ როგორც 100 წლის წინ დაარსდა, წარმოიქმნა უნივერსიტეტის იდეა და ამ იდეის გარშემო გაერთიანდა ქართული უნივერსიტეტის საზოგადოება, დღეს ხდება ამ იდეის განახლება და იქმნება საზოგადოება, რომელიც ისევე დაუდებს დასაბამს დიდი იდეის განვითარებას, როგორც ეს მოხდა 100 წლის წინ.
„მე ამის დიდი იმედი მაქვს. ჩემთვის უდიდესი პატივია, ვუხელმძღვანელო სახელმწიფო საიუბილეო კომისიას, რომელიც მოამზადებს ამ ღონისძიებების ჩატარებისთვის საჭირო პირობებს. ეს ღონისძიებები ჩატარდება არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მის ფარგლებს გარეთ. დღეს ჩვენ ყველას გვეამაყება ყოფნა იმ უნივერსიტეტში, რომელმაც ძალიან ბევრი პიროვნება გაზარდა, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა დღემდე მოიტანეს და რომელთაგან თითოეულის სახელი ჩვენ გეამაყება. ჩვენ საფუძველს ვუყრით საქმეს, რომელიც ჩვენი უნივერსიტეტის შემდგომი განვითარების 100 წლის განმავლობაში, დარწმუნებული ვარ, კიდევ არაერთ სასიქადულო მამულიშვილს გაუზრდის ჩვენს ქვეყანას”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა სახელმწიფოს გადააწყვეტილების შესახებ, რომლის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, თსუ-ს მეორე კორპუსი აღდგება; ასევე, სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტსა და უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET).
„ვფიქრობ, ეს იქნება კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი ჩვენი უნივერსიტეტის მომავლის შესაქმნელად. დარწმუნებული ვარ, ჩვენს უნივერსიტეტში შენარჩუნდება ყველა ის მნიშვნელოვანი დარგი; ფუნდამენტური მეცენიერებების განვითარების საფუძველი კიდევ უფრო გამყარდება, მაგრამ ასევე განვითარდება ძალიან ბევრი ახალი მიმართულება.
უნივერსიტეტი ყოველთვის იყო პროგრესის წყარო და თუ საიდანმე ქროდა სიახლის ქარი, ეს ყოველთვის იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. კიდევ ერთელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და ამ ძალიან მნიშვნელოვანი საიუბილეო ღონისძიებების დასაწყისს”, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ხელი მოაწერა დოკუმენტს, „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების“ შექმნის შესახებ. საზოგადოება, რომელიც უნივერსიტეტის განვითარებაზე ზრუნვას ისახავს მიზნად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებსა და მის მხარდამჭერებს აერთიანებს და მას ცნობილი მეცნიერი ზაალ კოკაია ხელმძღვანელობს.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 226
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24