პოლიტიკა

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით კონსტიტუციის მე-18 მუხლი იცვლება

15.12.17 19:15


ახალი რედაქციის კონსტიტუციის მე-18 მუხლი, რომელიც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებას განსაზღვრავს, იცვლება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განმარტებები გააკეთა.

„ახალი რედაქცია ასე ჩამოყალიბდება: ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებებში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის შეიცავს კომერციულ, პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად.

შინაარსი რჩება იგივე, 3 გამონაკლისი არის, ეს არის კომერციული, პროფესიული საიდუმლოება და დამატებით სახელმწიფო საიდუმლოება და იქაც დაკონკრეტებულია და დაზუსტებულია თუ როგორ ხდება სახელმწიფო საიდუმლოებად გარკვეული ინფორმაციის ან დოკუმენტის აღიარება. ეს არის დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოება ან სამართალწარმოების ინტერესების დაცვა“,-განაცხადა კობახიძემ.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები