საზოგადოება

ფსიქოლინგვისტიკის მსოფლიო კონგრესი თბილისში 27 ივნისს გაიხსნება

24.06.16 17:20


თბილისში გამოყენებითი ფსიქოლინგვისტიკის მეთერთმეტე მსოფლიო კონგრესი 27-30 ივნისს გაიმართება, აღნიშნულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

კონგრესში მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები აშშ-იდან, ბრაზილიიდან, პორტუგალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ავსტრალიიდან. ისინი ჩაატარებენ მასტერ-კლასებს; ასევე გაიმართება მრგვალი მაგიდა დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მეცნიერების მონაწილეობით.

საქართველოსთვის მსგავსი მასშტაბის მოვლენა იშვიათობაა, აღნიშნეს თსუ-ში.

კონგრესის ფარგლებში გაიმართება გენერალური ასამბლეა და მომავალი 4 წლით აირჩევენ პრეზიდენტსა და ახალ პრეზიდიუმს.

კონგრესი ოთხ წელიწადში ერთხელ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 1981 წლიდან იმართება. მასში მონაწილეობას იღებენ მეცნიერები და სტუდენტები მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან.

ფსიქოლინგვისტიკა — ესაა მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ურთიერთკავშირს ენას, აზროვნებასა და ცნობიერებას შორის.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები