პოლიტიკა

თურქეთის ახლადდანიშნულმა ელჩმა მიხეილ ჯანელიძეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

15.12.17 20:15


2017 წლის 14 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანმა.

რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის შემდეგ გაიმართა შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ახლო მეგობრული ურთიერთობები. ხაზი გაესვა აქტიურ ხალხთაშორის და რეგიონულ კავშირებს. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და თურქეთის ორმხრივ დღის წესრიგში არსებულ აქტუალურ საკითხებზე. კმაყოფილებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის ინტენსიური პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების მაღალი დონე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე და რეგიონალურ პროექტებში თანამშრომლობის წარმატებულ გამოცდილებაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიულოცა თურქ დიპლომატს საქართველოში ელჩად დანიშვნა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

ფატმა ჯერენ იაზგანმა ხაზგასმით აღნიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა და სამაგალითო მეგობრობა. მან ასევე გამოთქვა მზაობა მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ორი ქვეყანის ურთიერთქმედებას თანამშრომლობის ყველა მიმართულებით.

შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა საგარეო უწყებების როლი ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებასა და გაღრმავებაში.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები