პოლიტიკა
15.12.17 20:30
საქართველოს იუსტიციის მინისტრი აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების რეგიონული ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტერიალში მონაწილეობს.
თეა წულუკიანი ღია მმართველობის სფეროში ქართულ გამოცდილებას 6 ქვეყნის მინისტრებსა და 16 ქვეყნის დელეგაციას უზიარებს − კოლეგებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების კითხვებს პასუხობს, თუ როგორ მიაღწია საქართველომ წარმატებას OGP-ის ფარგლებში.
მინისტრის განცხადებით, ჩვენი ქვეყნის წარმატების საფუძველი ღია მმართველობის სისტემის მშენებლობის საქმეში ხელისუფლების სხვადასხვა შტოს, ადგილობრივი მთავრობების, არასამთავრობო ორგნიზაციების, აკადემიური წრეებისა და სტუდენტების, აგრეთვე, საქართველოს მოქალაქეების მჭიდრო თანამშრომლობაა. იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ერთობლივი და წარმატებული თანამშრომლობით, საქართველოს მთავრობა ერთ-ერთი ყველაზე ღია და გამჭვირვალე მთავრობაა პარტნიორობის წევრ ქვეყანათა შორის − 2013 წლიდან მოქმედებს საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც საჯარო უწყებებს ავალდებულებს, პროაქტიულად გამოაქვეყნონ საჯარო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით, ისე, რომ არ დაელოდონ მოთხოვნას; საქართველო კორუფციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რისკის მქონე ქვეყანაა მსოფლიოში; 2012 წლის ოქტომბრიდან, საქართველოში ფართომასშტაბიანი რეფორმები ტარდება ინსტიტუციური დემოკრატიის დასამკვიდრებლად. ამ რეფორმების მთავარი მიზანი ეფექტური სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება, მათი გამჭვირვალობისა და ღიაობის გაზრდაა; სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით, საქართველო სამაგალითოა არა მხოლოდ რეგიონული, არამედ მსოფლიო მასშტაბით;
სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის გამარტივებული ურთიერთობის მექანიზმია პორტალი mygov.ge, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ, სახლიდან გაუსვლელად ინტერნეტის საშუალებით ამ ვებგვერდიდან მიიღონ 70-ზე მეტი მომსახურება.
იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა, აგრეთვე, საქართველოს, როგორც „ღია მმართველობის პარტნიორობის” თავმჯდომარე ქვეყნის, პრიორიტეტებზე.
„ჩვენ განვსაზღვრეთ ოთხი სტრატეგიული მიზანი, რომელთაგან თითოეულის მიზანი ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებაა. ესენია: თანამშრომლობის განვითარება და მოქალაქეთა ჩართულობა; გამჭვირვალობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა;
საზოგადოებრივი მომსახურების მიწოდების ინოვაცია; უკეთესი პარტნიორობის შექმნა. ეს მიზნები სრულ შესაბამისობაშია „OGP”-ის მმართველი კომიტეტის მიერ შემუშავებულ ორგანიზაციის სტრატეგიასთან; ამასთან, პირდაპირ ეხმიანება მოქალაქეთა ყოველდღიურობას”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მინისტერილი „ღია მმართველობის პარტნიორობის” აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებში რეგიონული ფორუმის ფარგლებში გაიმართა. ინდონეზიის მთავრობის ორგანიზებული ღონისძიება, რომელსაც 200-ზე მეტი ქვეყნის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები, ბიზნესწრეების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან, თეა წულუკიანმა „ღია მმართველობის პარტნიორობის” მმართველი კომიტეტის თავმჯდომარის სტატუსით გახსნა.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 154
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24