პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტს თურქეთის ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

15.12.17 20:45


საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში თურქეთის ელჩის ფატმან ჯერენ იაზგანის მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

ცერემონიის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთის ელჩს უმასპინძლა.

გიორგი მარგველაშვილმა დიპლომატთან თურქეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების, დიპლომატიური ურთიერთობის განვითარების პერსპექტივების შესახებ ისაუბრა და შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

როგორც შეხვედრისას აღინიშნა, 2017 წელს საქართველოსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი აღინიშნება და ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველომ და თურქეთმა ერთობლივი მხარდაჭერის საფუძველზე შეძლეს განსაკუთრებული პარტნიორობის ჩამოყალიბება.

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ოფიციალური გახსნას და ხაზი გაუსვა ამ პროექტის ისტორიულ მნიშვნელობას.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა თურქულ მხარეს აბასთუმანსა და ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობის პროცესში მნიშვნელოვანი დახმარებისათვის და აღნიშნა, რომ ეს დახმარება ორ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობის და მეგობრული ურთიერთობის ნათელი დემონსტრირებაა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები