საზოგადოება

შაბათ-კვირის ამინდის პროგნოზი

15.12.17 21:30


საქართველოში მთელ ტერიტორიაზე უნალექო ამინდი 20 დეკემბრამდეა მოსალოდნელი. ამის შესახებ "პირველს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოდან აცნობეს.

16-17 დეკემბერს დასავლეთში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით 14-19 გრადუსი იქნება. მთიანში 9-14 გრადუსი. მაღალმთიანში კი 5-10 გრადუსი სითბო.

აღმოსავლეთ საქართველოში ბარში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 8-13 გრადუსი იქნება.

მთიანში 6-11 გრადუსი, ხოლო მაღალმთაში 4-9 გრადუსი სითბო დაფიქსირდება.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები