საზოგადოება
24.06.16 18:10
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ- დასაფრენი ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, პრაქტიკულად, დასრულებულია და მისი ოფიციალური გახსნა 12 დღის შემდეგაა დაგეგმილი.
ამჟამად მიმდინარეობს შემასწორებელი ფენის დაგება.
აეროპორტში მიმდინარე სამუშაოები 23 ივნისს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერა.
პირველი ვიცე-პრემიერი არსებული მდგომარეობით კმაყოფილი დარჩა. მან მადლობა გადაუხადა აეროპორტის მმართველ კომპანიას „ტავ ჯორჯიას“, სამშენებლო კომპანია „ბლექ სი გრუპს“, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შემავალ უწყებებს - „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ და „საქაეროგავიგაციას“ შესრულებული სამუშაოებისათვის და აღნიშნა, რომ მხოლოდ ერთობლივი შრომით იყო შესაძლებელი ესოდენ რთული პროექტის განხორციელება.
„ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე სამუშაოების დასრულება ნიშნავს იმას, რომ თბილისის აეროპორტში დაფრენა-აფრენისას მგზავრებს აღარ ექნებათ ის ცუდი შეგრძნება, რაც აქამდე ჰქონდათ. მისი თქმით, განხორციელდა 3 კმ. სიგრძის ახალი გზის დაგების ტოლფასი სამუშაო. „თბილისის აეროპორტში ყოველდღე 10:00 საათზე იწყებოდა სამუშაოები და უკვე 20:00 საათიდან აეროპორტი იღებდა რეისებს. ეს ნამდვილად უპრეცედენტო შემთხვევა იყო,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველ ვიცე-პრემიერთან ერთად, თბილისის აეროპორტში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით ხუციშვილმა, სახელმწიფო კომპანიების „საქაერონავიგაციისა“ და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“, აგრეთვე კომპანია „ტავ ჯორჯიას“ ხელმძღვანელებმა.
შესრულებული სამუშაოები:
სამიმოსვლო ბილიკზე „ბრავო“ დასრულდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, მოეწყო სანავიგაციო შუქტექნიკა და გაკეთდა მარკირება.
სამიმოსვლო ბილიკ „ჩარლის“ 560 მეტრიან მონაკვეთზე დასრულდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, მოეწყო სანავიგაციო შუქტექნიკა და გაკეთდა სათანადო მარკირება.
სამიმოსვლო ბილიკის „ეკო“ 90 მეტრიან მონაკვეთზე დასრულდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის ფარგლებშიც მოხდა ასფალტის სამივე ფენის გადაგება. მოეწყო სანავიგაციო შუქტექნიკა და გაკეთდა მარკირება.
ასაფრენ-დასაფრენი ზოლის (31L კურსით) 450 მეტრიან მონაკვეთზე დასრულდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის ფარგლებშიც მოხდა ასფალტის სამივე ფენის გადაგება.
აღნიშნულ მონაკვეთზე დამონტაჟდა სანავიგაციო შუქტექნიკა და გაკეთდა მარკირება.
სამიმოსვლო ბილკის „ალფა“-ს ბოლო 190 მეტრიან მონაკვეთზე განხორციელდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის ფარგლებშიც მოხდა ასფალტის შემასწორებელი და მეორე ფენის გადაგება, რის შემდგომ გადაეგება მესამე ფენა, დამონტაჟდება სანავიგაციო შუქტექნიკა და გაკეთდება სათანადო მარკირება.
ასაფრენ-დასაფრენი ზოლის (31L კურსით და 13R კურსით) მომდევნო 2550 მეტრიან მონაკვეთზე მთლიანად დასრულდა პირველ ეტაპისთვის განსაზღვრული სარეაბილიტაციო სამუშაოები (შემასწორებელი და მეორე ფენის გადაგება), რის შემდგომ დამონტაჟდა სანავიგაციო შუქტექნიკა და გაკეთდა მარკირება.
წყარო : /www.newspress.ge/
წაკითხულია : 280
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24