საზოგადოება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის განყოფილებას ახალი შენობა აქვს

24.06.16 21:40


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს შიდა ქართლის განყოფილებას ახალი შენობა აქვს.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქ გორში მდებარე ახალ სამმართველოში შიდა ქართლის განყოფილების ინსპექტირების და სწრაფი რეაგირების ჯგუფები განთავსდებიან.

ამასთან, ამავე შენობაში იქნება ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა ქართლის სამსახურიც, რაც ერთობლივი პრევენციული ღონისძიებების გატარების საშუალებას შექმნის. მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ერთ სივრცეში ისარგებლონ ყველა სერვისით. შენობა აღჭურვილია უმაღლესი სტანდარტების ყველა საჭირო ინვენტარით და ტექნიკით.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს შიდა ქართლის განყოფილება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, მოადგილესთან ბესარიონ აბაშიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები