საზოგადოება

საქართველოს მთავარ პროკურატურაში პატარებისთვის საახალწლო ზეიმი გაიმართა

28.12.17 21:45


საქართველოს მთავარ პროკურატურაში პატარებისთვის საახალწლო ზეიმი გაიმართა.

ღონისძიებას პროკურატურის თანამშრომლების შვილები და სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვები ესწრებოდნენ.

მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პატარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა.

პატარებისთვის წარმოდგენილ გასართობ პროგრამაში ზღაპრის გმირებთან ერთად ბავშვებიც მონაწილეობდნენ. პატარა სტუმრებისთვის სპეციალური საცირკო სანახაობაც მოეწყო.

დასასრულ, თოვლის ბაბუამ ბავშვებს დამდეგი 2018 წელი მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა, შემდეგ კი ყველამ ერთად სპეციალურად მოწყობილ საახალწლო კუთხესთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები