საზოგადოება
28.12.17 22:00
118-ე საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი, სოციალური ქსელის საშუალებით, სკოლაში მომხდარი ინციდენტის შესახებ წერს.
მშობლის მტკიცებით, სკოლაში მომხდარი ჩხუბის დროს, მისმა შვილმა დაზიანებები მიიღო და მეოთხე დღეა, იაშვილის კლინიკაში იმყოფება, რადგან „დილით, კლასში შესვლისთანავე, ჩანთამოკიდებულს მიეპარნენ ზურგიდან, დააგდეს იატაკზე, უმოწყალოდ ურტყეს წიხლები თავში და რომ არა შეძახილები, „მასწავლებელი მოდის“, ღმერთმა უწყის, რა უბედურება დატრიალდებოდა… დროის გასვლასთან ერთად, ბავშვს ჩივილები მოემატა და დაეწყო ცნობიერების კარგვა, გადაგვიყვანეს იაშვილის კლინიკაში, დღეს ვაკეთებთ ელექტრომაგნიტურ-რეზონანსულ კვლევას თავზე“, – წერს მშობელი.
„კვირა“118-ე საჯარო სკოლის დირექტორს დაუკავშირდა.
როგორც გიული შენგელია აცხადებს, ინციდენტი დაახლოებით სამი კვირის წინ, პირველი გაკვეთილის შემდგომ შესვენებაზე, მეხუთე კლასელებს შორის მოხდა, თუმცა კონფლიქტი მალევე ამოიწურა.
დირექტორის განცხადებით, მას პედაგოგებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ აღნიშნული მოსწავლე გაკვეთილებს ბოლომდე დაესწრო და სკოლაში მეორე დღესაც იმყოფებოდა, თუმცა მისთვის დაზიანების კვალი არ შეუმჩნევიათ.
„როგორც შევიტყვე, ინციდენტი შესვენებაზე, საკლასო ოთახში, პირველი გაკვეთილის შემდგომ, 5-წუთიან შესვენებაზე მოხდა. მე იმ დღეს ბავშვი არ მინახავს, თუმცა, პედაგოგები ამბობენ, რომ ის გაკვეთლებს ბოლომდე დაესწრო, ბოლო გაკვეთილი დამრიგებლის ჰქონდათ.
ბავშვს გარეგნულად ჩხუბის კვალი არ ეტყობოდა. ის მეორე დღესაც დაესწრო გაკვეთილებს.
მესამე დღეს მშობელი მოვიდა და გვითხრა, რომ ბავშვს თვალი აქვს ჩალურჯებული. მან ასევე მთხოვა, რომ მისი შვილი პარალელურ კლასში გადამეყვანა, თუმცა მე ავუხსენი, რომ ვინაიდან მეხუთე კლასების საკლასო ოთახები ერთმანეთის გვერდით მდებარეობდა, კლასის შეცვლა შედეგს ვერ გამოიღებდა. საკმაოდ დიდი პედაგოგიური გამოცდილება მაქვს და ვიცი, რომ ეს მეთოდი არ ამართლებს. მშობელს ვუთხარი, რომ უმჯობესი იქნებოდა, ბავშვი იმავე კლასში დარჩენილიყო. ერთი კვირის მერე ბავშვი სხვა – N 119-ე საჯარო სკოლაში გადაიყვანა.
ჰიპერაქტიული ბავშვია და ამავე კლასში კიდევ არის რამდენიმე ასეთი ბავშვი. რაც შეეხება ჩხუბის მიზეზს, როგორც შევიტყვე, ამისი მიზეზი უცენზურო სიტყვების თქმა გახდა, სხვა დროსაც გამოუყენებია ამ ბავშვს უცენზურო სიტყვები, რასაც უარყოფითი რეაქცია მოჰყოლია სხვა ბავშვებისგან. როგორც შევიტყვე, ეს ბავშვი 4 დღის წინ, იაშვილის კლინიკაში მოუთავსებიათ, მალევე დავურეკე მშობელს და მოვიკითხე. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავამართლებ ხელის შეხებას და ფიზიკურ ანგარიშსწორებას. მე დამირეკა განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა და მივაწორე ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია, კიდევ ერთხელ ვამბობ, არც მე და არც რომელიმე სხვა უფროსი, ფაქტს არ შევსწრებივართ“, – აცხადებს სკოლის დირექტორი.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 181
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24